დაბალი სესხი ჯობია

სადაც გემოვნებაა, იქ კამათიც ხშირია. ზოგს ჰაერის მაღალი ტემპერატურა მოსწონს, ზოგს - დაბალი. მაგრამ არსებობს რაღაც, რაც სცილდება გემოვნების საზღვრებს და მასზე არავინ დაობს. ეს დაბალი სესხია.

დაბალი სესხის პირობები

  • საშეღავათო პერიოდი: 6 თვემდე
  • სესხის ვალუტა: ლარი
  • სესხის მიზნობრიობა: შეუზღუდავი
  • სესხის უზრუნველყოფა: 3000 ლარამდე თავდების გარეშე, 40 000 ლარამდე გირაოს გარეშეა შესაძლებელი

რისთვის შეიძლება ავიღო დაბალი სესხი?

დაბალი სესხის მიზნობრიობა შეუზღუდავია. ის შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც პირადი მიზნების, ასევე თქვენი ბიზნესისთვის.
დაბალი სესხით შეგიძლიათ შეიძინოთ საოჯახო ტექნიკა, დააფინანსოთ დასვენების ხარჯები, გადაიხადოთ სწავლის საფასური, გაარემონტოთ ბინა, შეავსოთ ბიზნეს მარაგები, გადაიხადოთ კომუნალური გადასახადი და სხვა.

როგორ ავიღო დაბალი სესხი?

დაბალი სესხის ასაღებად არ გჭირდებათ არც შემოსავლების დოკუმენტურად დადასტურება და არც უზრუნველყოფის წარდგენა. თუ უკვე გაქვთ ანგარიში ფინკა ბანკში, დამტკიცებული სესხის მისაღებად ფილიალში ვიზიტი არ დაგჭირდებათ. თანხა ავტომატურად დაგერიცხებათ ანგარიშზე.
*ახალი მომხმარებლების შემთხვევაში თანხის მისაღებად მხოლოდ ერთხელ მოგიწევთ ფინკა ბანკის ფილიალში მისვლა.

შეავსე განაცხადი

ატვირთეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის, ან პასპორტის ასლი (მაქსიმალური ზომა: 10MB)
ჩემთვის ცნობილია, რომ სესხზე განაცხადის გაკეთებისა და მისი დადასტურების უფლება მაქვს მხოლოდ საკუთარი სახელით, ამასთან, განაცხადში შეტანილი უნდა იყოს მხოლოდ ჩემი პერსონალური მონაცემები. ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ განაცხადის სხვა პირის სახელით გაგზავნა შესაძლოა, გახდეს იმ პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი, რომელიც მოქმედებდა სხვისი სახელით.
ვანიჭებ ბანკს უპირობო უფლებას მოიძიოს ინფორმაცია ჩემ შესახებ სს „კრედიტინფო საქართველოს" (ს/კ.: 204470740) საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში და ასევე ჩემთან დამატებითი შეთანხმების გარეშე ჩემი, როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური (ნეგატიური ინფორმაცია გადაეცემა ვადაგადაცილებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ - ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო 60 დღის შემდეგ - იურიდიული პირების შემთხვევაში) ვალდებულებების შესახებ ინფორმაცია გადასცეს სს კრედიტინფო საქართველოს, რაც იწვევს ჩემ აღრიცხვას კრედიტინფო საქართველოს საკრედიტო ინფორმაციის მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, გადამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადასახდელი/გადახდილი და გადაუხდელი სესხებისა და სხვა მიმდინარე, შესრულებული და შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან, ასევე ბაზაში არსებული ინფორმაციის ანალიტიკური გადამუშავება კრედიტუნარიანობის შეფასების მიზნებისთვის. კრედიტინფო საქართველოს, რომელიც წარმოადგენს საკრედიტო ბიუროს უფლება აქვს მიღებული ინფორმაცია დაამუშავოს/გადაამუშაოს და გადასცეს მესამე პირებს, მონაცემთა სუბიექტის კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შეფასებისა და შემოწმების მიზნით; ბანკს უფლება აქვს ჩემი კრედიტუნარიანობის/გადახდისუნარიანობის შემოწმების, მომსახურების გაწევის, შეთავაზებისა და სხვა კანონიერი მიზნით, ძიებების რაოდენობის შეუზღუდავად მოიძიოს ჩემ შესახებ ინფორმაცია საკრედიტო ისტორიის მონაცემთა ბაზაში და ასევე, გადასცეს მასთან არსებული ინფორმაცია კრედიტინფო საქართველოს, ჩემ საკრედიტო ისტორიაში ნებისმიერი ცვლილების/დამატების შესახებ. გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: ჩემ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე სესხის/ვალდებულების მოცულობას, მიზნობრიობას, დარიცხულ პროცენტს, მოქმედების ვადას, ჩემ მიერ სესხთან/ფინანსურ ვალდებულებასთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, უზრუნველყოფის ოდენობასა და უზრუნველყოფის საგნის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, ხოლო სასამართლო დავის არსებობის შემთხვევაში - სასამართლო სამართალწარმოებისა და სააღსრულებო წარმოების შედეგს, აგრეთვე ჩემი აქციონერებისა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირების სახელებსა და საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და მონაცემთა ბაზისთვის საჭირო სხვა მონაცემებს;